მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური რესურსის მოსაზიდად კაპიტალის ბაზრის განვითარება უმნიშვნელოვანესია"

5857c51f676de
BM.GE
19.12.16 15:29
1229
ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება მთავრობის მიერ გამოცხადებულ ქვეყნის განვითარების სტრატეგიაშია ასახული და პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, საინტერესოა რა ხედვა აქვს ამ მიმართულებით საქართველოს საფონდო ბირჟის სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარეს გიორგი ბაჩიაშვილს. ამ რანგში მან "ბიზნესკონტრაქტთან" საკმაოდ საინტერესო აქცენტები დასვა და ისაუბრა ასევე საქართველოს საფონდო ბირჟის მხრივ არსებულ გამოწვევებზე.

როგორც ბაჩიაშვილი განმარტავს, კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის რამდენიმე კომპონენტია საჭირო, მათ შორის შესაბამისი ინფრასტრუქტურის ქონა და ინტეგრირებული სისტემების შექმნა, რათა უცხოელმა ინვესტორებმა უპრობლემოდ შეძლონ ქართული ფასიანი ქაღალდების შესყიდვა. როგორც ბაჩიაშვილი ამბობს, დღეს საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარების ეტაპზე და როცა შესაბამისი ინფრასტრუქტუტურა განვითარდება ეს თავისთავად ხელს შეუწყობს გრძელვადიანი საინვესტიციო რესურსის ხელმისაწვდომობის ზრდას და ქვეყნის ეკონომიკის დედოლარიზაციას.

"კაპიტალის ბაზრის განვითარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან შესაძლებელი იქნება როგორც ადგილობრივი რესურსის მოზიდვა, ისევე როგორც უცხოური რესურსის. უცხოელებისთვის ადვილი და ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს კომერციული ორგანიზაციების ფასიანი ქაღალდები. ეს არის ასევე იმის წინამორბედი, რამაც შეიძლება გააჩინოს გრძელი ლარი. ძალიან მნიშვნელოვანია დოლარიზაცია ქვემოთ ჩამოვწიოთ და საქართველო ნაკლებად იყოს დამოკიდებული უცხოურ ვალუტაზე", - განუცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა "ბიზნესკონტრაქტს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები