"როგორც კი მთავრობის ფორმირება დავასრულეთ დავიწყეთ კომუნიკაცია ბიზნესთან, იყო ნახევარდღიანი კომუნიკაციის პრობლემა“, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, მას შემდეგ რაც მტავრობის სხდომაზე დაგეგმილი ცვლილებები დაანონსდა, მივლინებით ბრიუსელში წავიდა და შეიქმნა ნახევარ დღიანი კოორდინაციის პრობლემა.
"ჩვენ გვაქვს არასახარბიელო ეკონომიკური სიტუაცია ჩვენს სამეზებლოში, არის რამდენიმე ცხელი კონფლიქტი და გავქვს გაყინული კონფლიქტები. გვაქვს არასტაბილურობის შეგრძნება ჩვენს სამეზებლოში. ერთადერთი სწორი გზა ამ დროს რომელიც მიიღო მთავრობამ იყო რომ შიდა საინვესტიციო რესურსი შევაგროვოთ და მივმართოთ ეკონომიკური ზრდისკენ, ამას ემსახურებოდა მოგების გადასახადის გაუქმება. ჩვენ აუცილებლად უნდა გადაგვედგა ნაბიჯები რათა წაგვეხალისებინა ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში.
ამიტომ შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები და შემოსავლების კუთხით 4%-ზე შევინარჩნებთ ბიუჯეტის დეფიციტს. ამიტომ გადავდგით ნაბიჯები გარკევული გადასახადების ზრდის კუთხით.
ეს არის სწორი გზა და სწორი ნაბიჯები. ჩვენ ვიყავით დროის კუთხუთ შეზღუდული. ვერ მივიღებთ პრეტენზიას - საარჩევნოდ რატომ არ გამოვიტანეთ თუ რომელ გადასახადს გავზრდიდით. კამპანიის დროს როგორ წარმოგიდგენითა თქმა რომ აქციზს გავზრდით. როგორც კი მთავრობის ფორმირება დასრულდა დავიწყეთ კომუნიკაცია ბიზნესთან. იყო ნახევარ დღიანი კომუნიკაციის პრობლემა, როდესაც დილით მე გამოვაცხადე ცვლილებები და წავედი ბრიუსელში ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე. ნახევარ დღიანი კოორდინაციის ნაკლებობა, როდესაც ასეთ მასშტაბურ ცვლილებებს ახორიცელებ, ხდება ხოლმე, შუადღისას გასწორდა ბაზარი", - განაცხადა პრემიერმა და დასძინა, რომ ცვლილებები არაა მარტივი, თუმცა მათ ვალუტის კურსზე გავლენა არ ჰქონია.

























