მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"როგორც "თიბისი ბანკი" ასევე, მთლიანად საბანკო სისტემა არის სტაბილური",- კობა გვენეტაძე

5ca9b27f10748
შოთა ტყეშელაშვილი
07.04.19 12:30
791
"მინდა გითხრათ, რომ როგორც "თიბისი ბანკი", ასევე მთლიანად საბანკო სისტემა არის სტაბილური. აბსოლუტურად, არანაირი საფრთხეები არ არსებობს,"- განაცხადა "Forbes-ის კვირასთან" ინტერვიუში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ თუ სებ-ი დაინახავს რაიმე მოვლენას  ან რისკს, რომელიც ფინანსური სექტორის სტაბილურობას და მის მიმართ ნდობას უქმნის საფრთხეს, ის ამის შესახებ აუცილებლად გააკეთებს საჯარო განცხადებას. 

"თუ დავინახავთ, რომ რაიმე მიმდინარეობა ან მოვლენა საფრთხეს უქმნის ფინანსურ სტაბილურობას ან ფინანსური სექტორისადმი ნდობას ან კიდევ ირღვევა ინვესტორის უფლებები, ჩვენ ამაზე აუცილებლად განვაცხადებთ. 

ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ინდულგენცია აქვს რაიმე მიმართულებით. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიებას, მოგეხსენებათ, ჩვენი მიმართულებით შესწავლა ხდებოდა ინტერესთა კონფლიქტის მიმართულებით, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ ჩავერეოდით იმ კომპეტენციაში და მანდატში, რომელიც ამ შემთხვევაში ჰქონდა საგამოძიებო უწყებას. 

აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ზოგადად დიდი სიფრთხილე არის საჭირო ამ მიმართულებით. ფინანსური სექტორი არის ზუსტად ის სექტორი, რომელსაც განსაკუთრებულად სჭირდება მშვიდი გარემო. ყველას აქვს თავისი მანდატი, ყველა თავისი მანდატის შესრულების პოზიციიდან ახორციელებს თავის საქმეს. 

გარდა ამისა, რაც არის მნიშვნელოვანი, მე მინდა რომ ყველას ვთხოვო - სიფრთხილე გამოიჩინოს, როდესაც თუნდაც ანალიზი ხდება ამ საკითხის და როდესაც განხილვა ხდება, როდესაც პარლამენტში იყო ამ საკითხის განხილვა, ერთ-ერთმა დეპუტატმა საკმაოდ უარყოფით ასპექტში ისაუბრა ბანკთან დაკავშირებით, რაც ნამდვილად არ ქმნის კარგ ფონს ინვესტორებისთვის ან კიდევ დეპოზიტარებისთვის,"- ამბობს გვენეტაძე.


კობა გვენეტაძე Forbes-ის კვირაში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები