სტარტაპების დაფინანსების ინსტიტუტი განაცხადების მიღებას მაისიდან დაიწყებს, რის შემდეგაც იდეებს სპეციალური ჯგუფი განიხილავს. პირველი პროექტის დაფინანსება სექტემბრიდან იგეგმება.
სტარტაპების დაფინანსების მექანიზმზე საპარტნიორო ფონდთან და ტექნოპარკთან ერთად, ამერიკული OPEC-ი იმუშავებს.
კონკრეტული კრიტერიუმები და მიმართულებები ჯერ-ჯერობით განსაზღვრული არ არის. როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ "ბიზნესკონტაქტს" განუცხადა, პირველ ეტაპზე პროექტისთვის 10 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი და ის იმპორტის ჩანაცვლებაზე იქნება ორიენტირებული.
"ინოვაციური პროექტები უმნიშვნელოვანესია, მაგრამ იქ ბევრად მაღალია რისკი. როგორც წესი, სტარტაპების დაფინანსებისგან ბანკები თავს იკავებენ, აღარ ვსაუბრობ ინოვაციურ პროექტებზე. თუმცა თუ ინოვაციურმა პროექტმა გაამართლა, იქ მოგების მარჟა გაცილებით მეტია", - განაცხადა საგანელიძემ.

როგორც ცნობილია სტარტაპების დაფინანსების ინსტიტუტი ბიზნეს იდეებს საბანკო გარანტიების გარეშე დააფინანსებს.