მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება 2024 წლის ბიუჯეტი?

2024 წელს საქართველოს მთავრობა 5.2%-იან ზრდას ელის, ქვეყნის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი კი 8.4%-ით გაიზრდება. მიზეზი ეკონომიკის ზრდასთან ერთად საქონლისა და მომსახურების ფასების მატებაა. სწორედ ნომინალური მშპ-ია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მთავარი წყარო.

იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, 2023 წელთან შედარებით, 2024 წელს ბიუჯეტის შემოსავლები და ხარჯებიც 2.6 მლრდ ლარით გაიზრდება და 24.9 მლრდ ლარს მიაღწევს. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ 2024 წელი საარჩევნო წელია. შესაბამისად, საინტერესოა, საიდან მიიღებს ბიუჯეტი თითქმის 25 მლრდ ლარს და რაში დახარჯავს ის ამ ფულს?

სტუმარი: ბესო ნამჩავაძე - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს უფროსი ანალიტიკოსი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები