მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი იქნება "აგროჰაბის" ჰიპერმარკეტი "აქსისის" ცათამბჯენში

5c94fec19b9c5
ლიკა გურაბანიძე
23.03.19 13:20
3474
„აქსის თაუერსის“ - დედაქალაქის ცენტრში განთავსებული ცათამბჯენის- ერთ-ერთი მიმართულება - სავაჭრო ცენტრი, ფუნქციონირებას იწყებს.

კომპლექსის პირველი ბინადარი, 26 მარტიდან, აგროპროდუქტების ჰიპერმარკეტი - „აგროჰაბი“ იქნება.

„აქსის თაუერსში“ „აგროჰაბის“ განთავსების თაობაზე გადაწყვეტილება მხარეებმა რამდენიმე თვის წინ, კერძოდ, 2018 წლის 9 აგვისტოს გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განსაზღვრეს.

ჰიპერმარკეტი კომპლექსის კომერციული სივრციდან 2460 კვ.მ-ს დაიკავებს.

„აქსის თაუერსი“ 5 დეველოპერულ მიმართულებას აერთიანებს - 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო „პულმანს“, ბიზნესცენტრს, გასართობს, საცხოვრებელსა და კომერციულ სივრცეებს. კომპლექსში, ასევე, განთავსდება საგამოფენო და რეკრეაციული სივრცეები.






გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები