Bloomber ახალი iPhone-ის დეტალებზე წერს. გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ახალი სმარტფონის პრეზენტაცია ტრადიციულად სექტემბერში გაიმართება და ის ვიზუალურად მისი წინამორბედის მსგავსი იქნება, თუმცა გაუმჯობესებული ექნება ფოტოკამერა.
გამოცემის ინფორმაციით, შეცვლილი იქნება სმარტფონის მთავარი ღილაკიც. განსხვავებით ბოლო ორი წლისგან Iphone 6S და Iphone 6 plus ვიზუალურად შეცვლილი არ იქნება და ის Apple-ის ბოლო მოდელის იდენტური იქნება.
ეკრანის ზომა კვლავ უცვლელად 4.7 და 5,5 ინჩზე დარჩება.
წყარომ, რომელმაც გამოცემას ახალი სმარტფონის დეტალები გაუმხილა, თავად მოიხმარა ახალი iPhone-ის სმარტფონი. მისი თქმით, ფოტოების ხარისხი ძველ მოდელთან შედარებით, ბევრად გაუმჯობესებული იქნება. მთავარი სიახლე კი ორმაგი კამერა იქნება, რომელიც ვიზუალების შეერთების საშუალებას მოგცემთ.
სმარტფონის მთავარ ე.წ. Home ღილაკს კი ვიბრაციის ფუნქციაც დაემატება.

























