ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, „პროექტ „Check in Georgia“-ზე მსჯელობა ჯერ კიდევ მიდის და როგორც კი ადმინისტრაციას საბოლოო პოზიცია ეცოდინება, საზოგადოებასაც გააცნობენ სიახლეებს“.
ასე უპასუხა ჩოგოვაძემ bm.ge-ის კითხვას, რომელიც 2019 წელს „Check in Georgia“-ს კონცეფციას შეეხებოდა, რადგან როგორც ცნობილია, მთავრობამ პროექტის არაეფექტიანობა იმ ფორმით, როგორც აქამდე იყო, უკვე აღიარა.
„ამ მომენტისთვის კონკრეტული და საბოლოო პოზიციის დაფიქსირება, სამწუხაროდ, შეუძლებელია. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ ჯერ განისაზღვრება პროექტის კონცეფცია და მხოლოდ ამის შემდეგ და შესაბამისად, დაკორექტირდება საბოლოო ბიუჯეტი“, - განმარტა მან.
2018 წელს პროექტ „Check in Georgia“-სთვის ბიუჯეტში 20 მლნ ლარი იყო განსაზღვრული. გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წელსაც პროექტისთვის 20 მლნ ლარია გათვალისწინებული.