საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის გამოქვეყნების და არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებული კითხვების ფონზე ისევ გააქტიურდა. ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ყველა ვარიანტი განიხილება. კერძო სექტორის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოსთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ეს ბიზნესისთვის მძიმე დარტყმა იქნება, განსაკუთრებით ტურისტული სექტორისთვის. რაზეა დამოკიდებული ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გადახედვა და როგორ აისახება მოვლენების ასეთი სცენარით განვითარება ბიზნესზე.