პროექტის რენდერის მიხედვით, ეს იქნება დიდი მართკუთხა შენობა, გამჭვირვალე სახურავით, რომელიც შესაძლებელს ხდის შენობაში ჰაერმა იმოძრაოს.
როგორც Facebook-ში აცხადებენ, სინგაპურში დატა ცენტრის აშენება რამდენიმე მიზეზის გამო გადაწყვიტეს, მათ შორის არის კარგი ინფრასტრუქტურა, ნიჭიერი ადგილობრივი მუშახელი და კარგი ადგილობრივი პარტნიორები.
კომპანიის განმარტებითვე, სინგაპურში შექმნილია ბიზნეს-მეგობრული გარემო, რომელიც აადვილებს კონტრაქტების აღსრულებას.
ახალი შენობა Facebook-ის მე-15 დატა ცენტრი იქნება და სრულად განახლებად ენერგიაზე იმუშავებს.



























