უწყების ინფორმაციით, საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრილი იქნება საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ტექნო პარკი, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი, სამეცნიერო ლაბორატორიები, კომაროვის ახალი სკოლა, ხელოვნების სკოლა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები, საცხოვრებელი კამპუსი და ბაღი.
აღნიშნულ ქალაქში საჯარო სკოლების დეტალურად დაპროექტებისა და მშენებლობისთვის სახელმწიფო შესყიდვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უკვე გამოცხადებული აქვს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 23 მილიონი ლარია.
პროექტის მიხედვით, 2 სასკოლო შენობა უნდა აშენდეს, რომელიც მოიცავს ღია სივრცეებს, კაფეს, სპორულ დარბაზებს და ა.შ.

























