"საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის შვეიცარული მატარებლებით მოემსახურება.
ახალი მატარებლით გადაადგილება ივლისიდან იქნება შესაძლებელი და ის თბილისიდან აჭარის მიმართულებით ივლის. კერძოდ, ურეკის, ქობულეთისა და ბათუმის მიმართულებით.
ოთხი ახალი მატარებელი საჭირო ყველა თანამედროვე მოწყობილობით, ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებთან. ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე.

























