მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება პედაგოგების ახალი სახელფასო პოლიტიკა?

სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლებს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდებათ. მასწავლებელთა ხელფასების გაზრდის ახალი ფორმულა 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება. როგორც მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა, ეს 6 თვის პირობებშიც კი პედაგოგებისთვის იქნება ოთხჯერ მეტი გაზრდილი შემოსავალი წლიურ ჭრილში, ვიდრე იანვრიდან გაზრდილი 125-ლარიანი დანამატი. მინისტრის თქმით, ახალი სახელფასო პოლიტიკა ანალიზის, კვლევებისა და მასწავლებლებთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად მიიღეს, თუმცა პედაგოგების დიდი ნაწილი მოითხოვს, რომ ხელფასი ყველა პედაგოგს თანაბრად დაემატოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი საპროტესტო გამოსვლების დაწყებასაც აანონსებენ.

სტუმარი: მანანა რატიანი - USAID საბაზისო განათლების პროგრამის მასწავლებლის მომზადების კომპონენტის დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები