მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება სასტუმრო "ჰილტონი" თბილისში - PHOTO მასალა

5d050fa8055d2
ანუკა ჯოხაძე
15.06.19 22:20
7889
თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, სოფლის მეურნების სამინისტროს ყოფილ შენობაში 2020 წლის ბოლოს სასტუმრო "ჰილტონი" გაიხსნება. პროექტის ავტორი საინვესტიციო კომპანია “GRANAT”-ია. მისი ჯამური საინვესტიციო ღირებულება კი, 67 მილიონი ამერიკული დოლარია.


როგორც კომპანიის დამფუძნებელი მერაბ ჩიხრაძე bm.ge-ისთანა აცხადებს, სასტუმროს კონცეფცია "ჰილტონის" ქსელური სასტუმროების ინტერიერისგან სრულიად განსხვავებული იქნება და ის ძველსა და თანამედროვე არქიტექტურას გააერთიანებს. შენარჩუნდება ისტორიული შენობის ნაწილიც, რომელსაც რესტავრაცია ჩაუტარდება.

პროექტის ავტორების თქმით, სასტუმროს კონცეფციაზე ცნობილი იტალიელი არქიტეტორი და დიზაინერი პიერო ლისონი მუშაობს.


5-ვარსკვლავიანი სასტუმრო 201 ნომერს გააერთიანებს და 7-სართულიანი იქნება; ბოლო სართულზე SKYBAR-თან ერთად საცურაო აუზიც განთავსდება. კომპანიის მენეჯმენტის თქმით, სასტუმროს მშენებლობის პროცესში 500 ადამიანი დასაქმდა, ხოლო გახსნის შემდეგ 300-ზე მეტი მუდმივი ადგილი შეიქმნება.