მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი იქნება შსს-ს როლი ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების საქმეში?-ხულორდავას კითხვა მინისტრს

5ccabe199bbe5
ელენე გოგბერაშვილი
02.05.19 13:49
1116
იქიდან გამომდინარე, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესში აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო და ბოლო პერიოდში გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდა ზოგიერთ ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის მომავალში გაგრძელებასთან დაკავშირებით, დეპუტატ თამარ ხულორდავას კითხვა გიორგი გახარიას მისამართით სწორედ ვიზალიბერალიზაციის პროცესს შეეხო.

მას აინტერესებს როგორი იქნება შსს-ს როლი ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების საქმეში, რადგან რიგ ქვეყნებში უკანონო მიგრაციის რაოდენობის, ასევე უკანონოდ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდის ფონზე პრობლემები სახეზეა.

„ამ პროცესში შსს-ს როლი არის ძალიან დადებითად შეფასებული, თუნდაც იმ ბოლო ანგარიშში, რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ევროკომისიამ გამოაქვეყნა 2018 წლის დეკემბერში, თუმცა ასევე ვიცით, რომ პრობლემები ნამდვილად სახეზე არის. ეს ეხება როგორც უკანონო მიგრაციის რაოდენობის ზრდას, უკანონოდ დამრჩენთა რაოდენობის ზრდას, ასევე უკანონოდ თავშესაფართა მაძიებელთა რაოდენობის ზრდას შენგენის სივრცეში.

კონკრეტულად რა დინამიკა გვაქვს უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით, რას აკეთებს შსს?

მე ვიცი, რომ სამი პოლიციის ატაშე დაემატა  ამ პერიოდის განმავლობაში. ეს ძალიან კარგია, სულ 11 გვყავს როგორც მახსოვს, მაგრამ ხომ არ იგეგმება კიდევ დამატებით ასეთი პოლიციური რესურსის გაძლიერება იმ ქვეყნებში განსაკუთრებით, სადაც მწვავედ დგას პრობლემა?“-აცხადებს თამარ ხულორდავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები