მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი იქნება ტაქსის მანათობელი მოწყობილობა - კალაძის განმარტება

5c9b27eaa2fe8
თათია ჩაფიჩაძე
27.03.19 11:34
1474
თბილისის მერმა დღევანდელი მთავრობის სხდომაზე ტაქსის მანათობელი მოწყობილობა წარმოადგინა.

მოწყობილობას რამდენიმე ფერი ექნება და ის თბილისში მოძრავ A კატეგორიის მქონე ტაქსებს უფასოდ გადაეცემათ.

„როგორც იცით, არის ლიცენციის ორი მიმართულება, ეს არის A და B კატეგორიები. B კატეგორიის ლიცენზიანტებს არ აქვთ არანაირი ვალდებულება; რაც შეეხება A ტიპის ტაქსებს, მათ აქვთ ვალდებულება ჰყავდეთ თეთრი ავტომობილი, გადაღებვის თანხებზე ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და მათ თეთრის გადახდა არ მოუწეთ.

რაც მნიშვნელოვანია, მძღოლს უნდა ჰქონდეს ტექდათვალიერება გავლილი და 2 კვირაში უნდა მიმართოს შესაბამის კომპანიას. გარდა ამისა, მათ აქვთ ქალაქში გამოყოფილი სპეციალური ადგილები პარკინგისთვის, სადაც გადასახადი არ ექნებათ. ასევე, აქვთ შესაძლებლობა მანქანებზე განათავსონ რეკლამა და შემოსული თანხები მათი საკუთრება იქნება.

ჩვენ ვთქვით, რომ დავამზადებდით სპეციალურ მანათობელს, რომელიც ჩვენგან უფასოდ გადაეცემათ A კატეგორიის მქონე ტაქსის მძღოლებს. შემიძლია განახოთ კიდეც - მას აქვს რამოდენიმე ფუნქცია, მაგალითად წითელი ფერი იქნება ანთებული მაშინ, როდესაც ტაქსი დაკავებულია, მგზავრი უზის, დღის განმავლობაში ექნება ჩვეულებრივი ფერი და ღამით დასანახი რომ იყოს, იქნება თეთრი ნათებით.

ჩვენ ამაზე გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა და გვყავს გამარჯვებული კომპანია, ვინც უნდა დაამზადოს ეს მანათობელი“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები