მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო 2023 წელი Panex-ისთვის და რას გეგმავს კომპანია 2024-ში?

პანექსი
23.01.24 11:55
864

პოლიურეთანის სენდვიჩ პანელების მწარმოებელი პირველი ქართული კომპანია ხარისხისა და შედეგების გაუმჯობესებას კვლავ აგრძელებს. 2023 წელს Panex-მა წარმადობა 70%-ით გაზარდა, რითაც წარმოებული პანელების ფართობმა 510 000 მ²-ს მიაღწია, კომპანიამ კი წლის გეგმას გადააჭარბა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, გასულ წელს წარმოებული პროდუქციის 64% ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდა, 36% კი ექსპორტზე სომხეთსა და აზერბაიჯანში გავიდა.

Panex-ი ინოვაციურ სამშენებლო მასალებს აწარმოებს, პოლიურეთანის სენდვიჩ პანელების გამოყენება კი სხვადასხვა, კომერციული და საჯარო ნაგებობების მშენებლობისთვისაა შესაძლებელი, როგორებიცაა: სამაცივრე და საყინულე სათავსების, სასაწყობე და საწარმოო შენობების, ტექნიკური, კომერციული და საცხოვრებელი ჯიხურები, ასევე იდეალურია არსებული შენობების თბოიზოლაციური შეფუთვისათვის.

კომპანიის მიერ წარმოებული სენდვიჩ პანელებით, მსხვილ ბიზნესებთან პარტნიორობით, გასული წლის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით ასობით ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომელთა შორისაცაა:

  • “კოკა-კოლას” ქარხნის ტერიტორიაზე “მთის წყლის” საწარმოსა და დამატებითი სასაწყობე ნაგებობების მშენებლობა;
  • ქართულ-გერმანული სკოლა “სხივის” მშენებლობა;
  • “ნაბეღლავის” საწარმოსთვის დამატებითი სასაწყობე შენობების მოწყობა;
  • “თელავის ღვინის” მარნის მშენებლობა;
  • “ვაინ კახეთის” საწარმოს მოწყობა;
  • ერევანში NORIK70-ის მიერ 14 000 მ²-ზე სავაჭრო მოლის მშენებლობა;
  • 25 000 მ²-იანი აგროკომპლექსის მშენებლობა აზერბაიჯანში
  • და სხვ.

ხარისხის შენარჩუნებასა და წარმადობის ზრდას ხელი გაზრდილმა ინვესტიციამაც შეუწყო, რამაც გასულ წელს 500 000 ლარი შეადგინა - კომპანიამ ამ თანხით იტალიიდან ახალი დანადგარების ჩამოტანისა და მათი იტალიელი ინჟინრების მიერ მონტაჟი დააფინანსა, რამაც სენდვიჩ პანელების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებისა და ევროპული სტანდარტების სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობა გააჩინა. ახალი დანადგარების ინსტალაცია კი მიმდინარე წლის გაზაფხულზე დასრულდება.

გასული წელი Panex-ისთვის განსაკუთრებული შიდა განვითარების კუთხითაც აღმოჩნდა - გაიზარდა საწარმოს გარე ტერიტორია და მოეწყო 2000 მ²-ის ფართობის დამატებითი საწყობი - ამ ყველაფერმა კომპანიაში დამატებითი სამუშაო ძალის მოზიდვის საჭიროებაც გააჩინა.

გარდა ამისა, Panex-ის გუნდმა გასულ წელს სხვადასხვა სავაჭრო ფორუმსა თუ კონგრესში მიიღო მონაწილეობა, რომელთა შორისაცაა პანელებისა და პროფილების ევროპული ასოციაციის მიერ ამსტერდამში გამართული ლითონის შენობა-ნაგებობების მშენებლობაში არსებული მიღწევების კონგრესი. ღონისძიებაზე ევროპის ბაზარზე არსებული აქტუალური მოთხოვნები: ენერგიის დაზოგვა, გარემოს დაცვა, პროცესისა და პროდუქტის სტანდარტიზაცია - განიხილებოდა, მონაწილე პირებს კი საშუალება მიეცათ, პანელებისა და პროფილების ევროპულმა ასოციაციასა და ლითონის კონსტრუქციის კონვერტების საერთაშორისო ასოციაციასთან თანამშრომლობით, გაეცვალათ ინფორმაცია, გაეზიარებინათ გამოცდილება და ახალი ბიზნეს პარტნიორები აღმოეჩინათ.

Panex-ი უზბეკეთში გამართულ B2B შეხვედრასაც დაესწრო, რომლის ფარგლებშიც კომპანიას საშუალება მიეცა, განესაზღვრა სენდვიჩ პანელების ცენტრალურ აზიაში ექსპორტის პოტენციალი.

მიმდინარე წელს კომპანია ISO 9001:2015 ხარისხის სტანდარტის მენეჯმენტის სისტემას გადის, რომელსაც წლის ბოლომდე სრულად დანერგავს, რაც კომპანიის საექსპორტო პოტენციალს კიდევ უფრო გაზრდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები