სადღესასწაულო დღეები ბიზნესისთვის განსაკუთრებულად დატვირთულია, ამ დროს მომატებული გაყიდვები კომპანიებს სხვადასხვა კამპანიების დაგეგმვისკენ უბიძგებს და თავისთავად ზრდის კონკურენციასაც. გამონაკლისი ცხადია, არც სუპერმარკეტების ქსელებია, რომლებმაც საახალწლო პერიოდში როგორც მომხმარებელთა, ისე პროდუქციის მაჩვენებელი ფაქტობრივად გააორმაგეს. გარდა სადღესასწაულო პერიოდში დატვირთულობისა, ქსელური სუპერმარკეტებისთვის არანაკლებ დატვირთული გასული წელი იყო და ბიზნესის წარმომადგენლების თქმით ზრდა, ფაქტობრივად ყველა მიმართულებით ჰქონდათ. რა შედეგებით დახურა FMCG სექტორმა გასული წელი და რა გეგმებს სახავენ მიმდინარე წლისთვის?