მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი იყო ბიზნეს სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 2024 წლის ბოლოს?

ხელფასი

2024 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 170.8 ლარით გაიზარდა და 2 367 ლარს გაუტოლდა, ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 847.3 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 159.7 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი კი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი – 2 466.2 ლარი;
  • საშუალო ბიზნესი – 2 750.1 ლარი;
  • მცირე ბიზნესი – 1 969.8 ლარი.

2024 წლის მე-4 კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 10%-ით გაიზარდა და 62 მილიარდი ლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები