მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

საქართველოს საფონდო ბირჟა

გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის არასახარბიელო აღმოჩნდა. Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსების ღირებულება ფაქტობრივად არ შეცვლილა. უნდა აღინიშნოს, რომ ინვესტორებს ნეგატიური მოლოდინები აქვთ როგორც ფედერალური რეზერვის სამომავლო პოლიტიკასთან, ასევე გლობალურ გეოპოლიტიკურ მდგომარეობასთან, განსაკუთრებით კი ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან მიმართებით.

ევროკავშირის მასშტაბით ვითარება შედარებით უკეთესი იყო, რადგან STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი, რომელიც უმსხვილეს ევროპულ კომპანიებს აერთიანებს, საშუალოდ 1.3%-ით გაიზარდა.

აგრეთვე, პოზიტიური შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც ერთ კვირაში 1.9%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 89 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 84 დოლარად ივაჭრებოდა, რაც ერთ კვირაში 2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 80 დოლარის ფარგლებშია, ერთ კვირაში კი ცვლილება 0.7%-ია.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ევროკავშირის მასშტაბით მეგავატი/საათი ენერგიის ფასი 30 ევროს ფარგლებში მერყეობს, რაც 2.5%-იან კლებას წარმოადგენს.

ბოლოს კი ოქროზეც უნდა ვისაუბროთ, რომლის ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 1.8%-ით შემცირდა და უნცია მეტალის ფასმა 2,350 დოლარი შეადგინა.