მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

საქართველოს საფონდო ბირჟა

გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის არასახარბიელო აღმოჩნდა. Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსების ღირებულება საშუალოდ 2.5%-ით შემცირდა.

ევროკავშირის მასშტაბით ვითარება არასახარბიელო იყო, რადგან STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი, რომელიც უმსხვილეს ევროპულ კომპანიებს აერთიანებს, 1.5%-ით შემცირდა.

ასევე, ნეგატიური შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც ერთ კვირაში 2.5%-ით დაეცა.

რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 71 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 67 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 66 დოლარის ფარგლებშია, ერთ კვირაში კლება 1.5%-ია.

რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ევროკავშირის მასშტაბით მეგავატი/საათი ენერგიის ფასი 46 ევროს ფარგლებში მერყეობს, რაც 7%-იან მატებას წარმოადგენს.

ბოლოს კი ოქროზეც უნდა ვისაუბროთ, რომლის ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 4.5%-ით შემცირდა და უნცია მეტალის ფასმა 2,562 დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები