მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

საქართველოს საფონდო ბირჟა

გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის არასახარბიელო იყო. Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსების ღირებულება თითქმის უცვლელად დარჩა.

ევროკავშირის მასშტაბითაც ვითარება ანალოგიური იყო, რადგან STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი, რომელიც უმსხვილეს ევროპულ კომპანიებს აერთიანებს, მხოლოდ 0.5%-ით გაიზარდა.

ნეგატიური შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც ერთ კვირაში 0.8%-ით დაეცა.

რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 76 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 72 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 69 დოლარის ფარგლებშია, ერთ კვირაში კორექცია 1.5%-ია.

ბუნებრივი აირის შემთხვევაში, ევროკავშირის მასშტაბით მეგავატი/საათი ენერგიის ფასი 48 ევროს ფარგლებში მერყეობს, რაც 6%-იან ვარდნას წარმოადგენს.

ბოლოს კი ოქროზეც უნდა ვისაუბროთ, რომლის ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 1.5%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ფასმა რეკორდული 2,955 დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები