მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

საქართველოს საფონდო ბირჟა

გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის დადებითი იყო, რადგან Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსები საშუალოდ 1%-ით გაიზარდა.

ევროკავშირის მასშტაბით ვითარება პოზიტიური იყო და STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი თითქმის 3.5%-ით გაიზარდა.

გამორჩეული შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც 3%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 104 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 97 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 8%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 101 დოლარის ფარგლებშია.

ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 0.5%-ით შემცირდა და უნცია მეტალის ფასმა 4516 დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები