გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის ნეგატიური იყო, რადგან Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსები საშუალოდ 2.5%-ით დაეცა.
ევროკავშირის მასშტაბით ვითარება არასახარბიელო იყო და STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი თითქმის 1.5%-ით შემცირდა.
გამორჩეული შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც 1%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 93 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 90 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 2.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 87 დოლარის ფარგლებშია.
ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 3%-ით შემცირდა და უნცია მეტალის ფასმა 4331 დოლარი შეადგინა.



























