გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის ნეგატიური იყო, რადგან Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსები საშუალოდ 2%-ით დაეცა.
ევროკავშირის მასშტაბით ვითარება ნეიტრალური იყო და STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი თითქმის 0.2%-ით შემცირდა.
გამორჩეულად ცუდი შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც 3%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 72 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 69 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 10%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 60 დოლარის ფარგლებშია.
ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 1.5%-ით შემცირდა და უნცია მეტალის ფასმა 4085 დოლარი შეადგინა.

























