მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

საქართველოს საფონდო ბირჟა

გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის პოზიტიური იყო, რადგან Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსები საშუალოდ 2%-ით გაიზარდა.

ევროკავშირის მასშტაბით ვითარება დადებითი იყო და STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი თითქმის 3%-ით გაიზარდა.

ნეიტარული შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც 0.2%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 72 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 69 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 1%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 51 დოლარის ფარგლებშია.

ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 1.5%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ფასმა 4170 დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები