მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

საქართველოს საფონდო ბირჟა

გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის ნეგატიური იყო, რადგან Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსები საშუალოდ 1.5%-ით დაეცა.

ევროკავშირის მასშტაბით ვითარება ნეიტრალური იყო და STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი თითქმის 0.5%-ით გაიზარდა.

გამორჩეულად ცუდი შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც 6.5%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 88 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 82 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 67 დოლარის ფარგლებშია.

ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 2.5%-ით შემცირდა და უნცია მეტალის ფასმა 4016 დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები