მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

საქართველოს საფონდო ბირჟა

გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის ნეგატიური იყო, რადგან Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსები საშუალოდ 0.8%-ით დაეცა.

ევროკავშირის მასშტაბით ვითარება ნეგატიური იყო და STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი თითქმის 1.5%-ით შემცირდა.

არასახარბიელო შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც 2.5%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 105 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 100 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 103 დოლარის ფარგლებშია.

ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 1.5%-ით შემცირდა და უნცია მეტალის ფასმა 4350 დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები