მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

საქართველოს საფონდო ბირჟა

გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის დადებითი იყო, რადგან Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსები საშუალოდ 0.6%-ით გაიზარდა.

ევროკავშირის მასშტაბით ვითარება ნეიტრალური იყო და STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი 0.3%-ით გაიზარდა.

განსაკუთრებით დადებითი შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც 4%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 104 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 92 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 0.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 113 დოლარის ფარგლებშია.

ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 2.5%-ით დაეცა და უნცია მეტალის ფასმა 4285 დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები