გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის დადებითი იყო, რადგან Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსები საშუალოდ 0.5%-ით გაიზარდა.
ევროკავშირის მასშტაბით ვითარება ნეგატიური იყო და STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი 1%-ით დაეცა.
განსაკუთრებით დადებითი შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც 2.5%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 102 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 91 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 105 დოლარის ფარგლებშია.
ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 3.5%-ით დაეცა და უნცია მეტალის ფასმა 4140 დოლარი შეადგინა.





















