მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

საქართველოს საფონდო ბირჟა

გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის დადებითი იყო, რადგან Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსები საშუალოდ 0.5%-ით გაიზარდა.

ევროკავშირის მასშტაბით ვითარება ნეგატიური იყო და STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი 0.5%-ით დაეცა.

არასახარბიელო შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც 1%-ით არის შემცირებული.

რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 104 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 91 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 129 დოლარის ფარგლებშია.

ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 1%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ფასმა 4193 დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები