გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის გამორჩეულად ნეგატიური იყო, რადგან Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსები საშუალოდ 1.5%-ით დაეცა.
ევროკავშირის მასშტაბით ვითარება ნეგატიური იყო და STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი 1%-ით შემცირდა.
არასახარბიელო შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც 3.5%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 117 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 103 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 106 დოლარის ფარგლებშია.
ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 4.5%-ით დაეცა და უნცია მეტალის ფასმა 3993 დოლარი შეადგინა.





















