გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის გამორჩეულად ნეგატიური იყო, რადგან Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსები საშუალოდ 2%-ით დაეცა.
ევროკავშირის მასშტაბით ვითარება დადებითი იყო და STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი 1%-ით გაიზარდა.
არასახარბიელო შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც 1%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 113 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 104 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 1%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 103 დოლარის ფარგლებშია.
ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 3%-ით დაეცა და უნცია მეტალის ფასმა 3875 დოლარი შეადგინა.





















