გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის გამორჩეულად ნეგატიური იყო, რადგან Dow Jones-ის, Nasdaq-ის და S&P500-ის ინდექსები საშუალოდ 3%-ით დაეცა.
ევროკავშირის მასშტაბით ვითარება დადებითი იყო და STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი 0.5%-ით გაიზარდა.
არასახარბიელო შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსს, რომელიც 10%-ით არის შემცირებული.
რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 98 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 91 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 13%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 76 დოლარის ფარგლებშია.
ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 5%-ით გაიზარდა და უნცია მეტალის ფასმა 4070 დოლარი შეადგინა.





















