მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის

საქართველოს საფონდო ბირჟა

გასული სამუშაო კვირა ამერიკული საფონდო ბირჟისთვის გამორჩეულად პოზიტიური იყო, რადგან Dow Jones-ის, Nasdaq-ისა და S&P500-ის ინდექსები საშუალოდ 5.5%-ით გაიზარდა.

ევროკავშირის მასშტაბით ვითარება ასევე პოზიტიური იყო: STOXX 600-ის ფლაგმანური ინდექსი 4%-ით გაიზარდა.

დადებითი შედეგი ჰქონდა იაპონურ Nikkei 225 ინდექსსაც, რომელიც 4%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ენერგეტიკულ ბირჟას, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 94 დოლარის ფარგლებშია, WTI კი დაახლოებით 83 დოლარად ივაჭრება, რაც ერთ კვირაში 2.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია. რუსულ ნავთობს რაც შეეხება, ბარელი Urals-ის ფასი 79 დოლარის ფარგლებშია.

ოქროს ღირებულება გასული კვირის განმავლობაში 3%-ით გაიზარდა, უნცია მეტალის ფასმა 3644 დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები