მევენახეობა-მეღვინეობას კლიმატურმა პირობებმა 2023 წელს რთული პირობები შეუქმნა. სეტყვამ და გვალვამ მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა. ამაზე ჩვენ რთველის პერიოდში ხშირად ვსაუბრობდით, თუმცა, საინტერესოა, ამ გამოწვევების მიუხედავად, როგორ ასრულებს წელს ბიზნესი. მოახერხეს თუ არა საკმარისი რაოდენობის ღვინის წარმოება და რა შედეგებით ასრულებენ წელს?