მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო ნუშისა და კაკლის მოსავალი 2023?

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ 200-მდე ნუშის და კაკლის მწარმოებელი ფერმერი გამოჰკითხა. გამოკითხვის შედეგებით: კომერციული ბაღებიდან ფერმერებმა 2,500 ტონა კაკლის მოსავალი მიიღეს, ნუშის მოსავალმა კი 2,000 ტონა შეადგინა. კაკლის გამოსავლიანობა, ანუ ნიგოზი 48 % იყო, ხოლო ნუშის გამოსავლიანობა 30% . ასოციაციამ კაკლის და ნუშის მწარმოებელი ფერმერების გამოკითხვა სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარა.

გასულ წელს ნუშის და კაკლის აგროინდუსტრიაში ჩართულმა 180-მა ფერმერმა საერთო ჯამში, კომერციული ბაღებიდან, დაახლოებით 1,300 ტონა ნუში და 2,000 ტონა კაკლის მოსავალი მიიღო. რამდენად კარგ შედეგებზე გავიდა სექტორი და როგორია მიმდინარე წლის მოლოდინები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აგროკულტურა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით კიდევ უფრო იზრდება.

სტუმრები: ლევან ქვარიანი - USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის წარმომადგენელი;

ანა ქევხიშვილი - ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

ნიკო ნიკოლაძე - ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები