მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი ჯანდაცვის მინისტრი გვჭირდება დღეს? - გიორგი გოცაძის პასუხი

61c77b50bb7f5
თელარა გელანტია
26.12.21 10:25
658
„ჯანდაცვის ისეთი მინისტრი გვჭირდება, რომელიც წინ აღუდგება იმ სენტიმენტებს, რომელიც ჩვენ სამთავრობო კაბინეტებიდან გვესმის და მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის თავისივე გუნდში იბრძოლებს“, - ასე უპასუხა საერთაშორისო ფონდ „კურაციოს“ პრეზიდენტმა გიორგი გოცაძემ #ForbesHealth-ის მოდერატორის, ჟურნალისტ ელენე კვანჭილაშვილის კითხვას - როგორი უნდა იყოს ჯანდაცვის ახალი მინისტრი.

ამასთან, „კურაციოს“ პრეზიდენტს ეჭვი ეპარება, რომ ეკატერინე ტიკარიძის ნაცვლად მსგავსი კადრი დანიშნონ.

„ასეთ მინისტრს დანიშნავენ თუ არა, ეს ჩემთვის დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან ჩვენ რეალური პრობლემა გვაქვს პოლიტიკურ ისტებლიშმენტში, რომელმაც „ომიკრონის“ შტამის გამოჩენა უვკე იცოდა 24 ნოემბერს; ისიც იცოდა, ამას რა პასუხი გასცეს განვითარებულმა ქვეყნებმა ნოემბრის ბოლოს და ამის მიუხედავად, <მთავრობა> 17 დეკემბერს საქართველოში ღამის კლუბებს გახსნას ჰპირდებოდა და მხოლოდ ერთი დღით ადრე უთხრეს, რომ არ გახსნიდნენ.

ასეთი სტილის გადაწყვეტილებები მოდის მაღალი დონიდან, რომელიც მერე უნდა აღასრულოს სხვადასხვა სექტორმა. სამწუხაროდ, პოლიტიკური მდგენელი პროცესებში უფრო დიდია, ვიდრე ექსპერტული ცოდნა და პასუხისმგებლობა“, - თქვა გიორგი გოცაძემ.



აღსანიშნია, რომ ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობიდან წასვლა 9 დეკემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე დაანონსა და იქვე თქვა, რომ მინისტრის მოვალეობას წლის ბოლომდე შეასრულებდა.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეკატერინე ტიკარაძეს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი და ბოლო მიზეზი covid-გადატანილებისთვის უვადო „მწვანე პასპორტის“ მინიჭება იყო, რასაც ჯანდაცვის უწყების პირველი პირი არ ეთანხმებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები