ეს აისახა როგორც საბაზრო კაპიტალიზაციაზე, ასევე გასხვისებული აქციების რაოდენობაზეც.
"საქართველოს ბანკის" 500 000-მდე აქცია გასხვისდა 8 მილიონ 367 ათას ფუნტ სტერლინგად, Georgia Capital-მა 746 000-ზე მეტი აქცია გაასხვისა 8 მილიონ ფუნტად, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის 40 000-ზე მეტ აქციაზე დაიდო გარიგება; რაც შეეხება თიბისი ბანკს, მისი 326 000 ფასიანი ქაღალდი გაიყიდა 5 მილიონ 205 ათას ფუნტად.
რაც შეეხება საბაზრო კაპიტალიზაციას, საქართველოს ბანკი 815 მილიონ ფუნტადაა შეფასებული და მისი ერთი აქციის ღირებულება უკვე 17 ფუნტს აღემატება. Georgia Capital 382 მილიონი ღირს, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი 257 მილიონი, თიბისი ბანკს კი, 900 მილიონამდე 10 მილიონი ფუნტი აშორებს. მას თითქმის 8%-იანი ზრდა ჰქონდა 1 კვირის განმავლობაში და შესაბამისად, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია Galt & Taggart-ის მონაცემებით, 890 მილიონის ტოლია.

























