ლონდონის საფონდო ბირჟაზე, სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული, Galt&Taggart-ის მონაცემებით, "საქართველოს ბანკის" 260 000-მდე აქცია გასხვისდა 4 მილიონ 300 000 ფუნტად, Georgia Capital-ის 212 000 აქცია გაიყიდა, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" - 73 745. "თიბისი ბანკს" რაც შეეხება, კომპანიის 152,377 ფასიანი ქაღალდი გასხვისდა 2 მილიონ 305 ათას ფუნტად.
"თიბისი ბანკის" გარდა, სამივე კომპანიას მცირედი მატება ჰქონდა ფასებში. "საქართველოს ბანკის" 1 აქცია 16.5 ფუნტი ღირს და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 812 მილიონი ფუნტია, Georgia Capital 412 მილიონადაა შეფასებული, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი" - 263 მილინად. "თიბის ბანკი" კი ამ ოთხიდან ყველაზე მეტი, 847 მილიონი ფუნტი ღირს, მისი 1 აქციის ღირებულება კი 15.44 ფუნტ-სტერლინგია.

























