მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი ლეპტოპი უნდა შევარჩიოთ დისტანციურად სამუშაოდ? (R)

6020d1f8c33df
BM.GE
08.02.21 14:00
693
მათთვის ვინც ვერ ერკვევა ნოუთბუქებში რთულია ბიუჯეტურ კომპიუტერებს შორის საუკეთესოს არჩევა. განსაკუთრებით მაშინ როცა არც გეიმერობისთვის და არც სხვა რთული პროგრამებისთვის გვჭირდება ლეპტოპი. ამ სტატიაშ მოგიყვებით ი ოქროს შუალედების შესახებ რაც უნდა გაითვალისწინოთ საოფისე ან სასწავლო ნოუთბუქის შეძენისას. 

ეკრანის ზომა არც ძალიან პატარა და არც ძალიან დიდი არ უნდა იყოს. ეკრანის ზომაზე გავლენას ფასიც ახდენს, ამიტომ აირჩიეთ საშალო სიდიდის, მაგრამ თვალისთვის კომფორტული ზომა 15.6. სასურველია ეკრანი იყოს მატი, რაც იმდენად არ დაგიღლით თვალებს მუშაობის პროცესში, როგორც სხვა ვერსიები.

თუ გსურთ ხარისხიანი გამოსახულება და მკაფიო ფერები, აირჩეთ რეზოლუცია Full HD (1920×1080). როგორც წესი ეს საკმარისია და ხელმისაწვდომია ბიუჯეტურ მოდელებშიც. თუმცა მცირე ზომის ეკრანებში ხშირად 1366×768 (HD) ამ ტიპის რეზოლუცია დაგხვდებათ და ასე თუ ისე მისაღები ვარიანტია.

მსგავსი მოდელების შეძენისას 4GB ოპერატიული მეხსიერება დაგხვდებათ, თუმცა ეცადეთ მეტი აირჩიოთ, რადგან მხოლოდ ბრაუზერშ მუშაობისასაც კი შეიძლება მეტი დაგჭირდეთ ბევრი ტაბის გახსნისას. ეს ნამდვილად მინიმალური მაჩვენებელია.
აირჩიეთ მოდელები SSD კარტით, რადგან მოძრაობაშ ის უფრო გამძლეა, თუ ხშირად გიწევთ ნოუთბუქის ტარება, ეს არჩევანი შეუცვლელია.

ნოუთბუქის შემთხვევაში, რომლით მუშაობაც სხვადასხვა ზედაპირზე გვიწევს, ძალიან მნშვნელოვანია დავინტერესდეთ ვინტილირების სისტემის მონაცემებით. რაც უფრო მაღალია პროცესორის სიმძლავრე მით უფრო მძლავრი უნდა იყსო გაგრილების სისტემაც, თუმცა თხელ ნოუთბუქებში ასე არ არის, ამიტომ აზრი არ აქვს მაგალითად core i7 პროცესორის ქონას თუ თხელი კორპუსია სუსტი გაგრილების სიტემის ხარჯზე.

ონლაინ შეძენისას გამოიყენეთ საიტზე არსებული შედარების ფუნქცია და შეისწავლეთ ერთი და იმავე ფასის სხვადასხვა ბრენდის ნოუთბუქი. ეცადეთ ფული ფუნქციონალში გადაიხადოთ და არა ბრენდში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები