როგორი მოლოდინები აქვთ ტურიზმის სექტორის ბიზნესებს?
BM.GE
27.04.22 08:29
• 438
2022 წლის მარტში საქართველოს 188 394 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც 236.9%-იანი წლიური ზრდაა და 2019 წლის დონის 37%-ია. ეს ზრდა ძირითადად განპირობებული იყო ტურისტების ზრდით, რომელმაც 2019 წლის დონის 49% შეადგინა.
ტურიზმის სექტორში მოქმედ ბიზნესებს, წელს მოლოდინი ბოლო ორ წელთან შედარებით უკეთესი აქვთ. რუსეთ-უკრაინის ომის გამო მათ ვინც ამ ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებზე დამოკიდებულები იყვნენ, ბაზრების დივერსიფიცირება დაიწყეს. მათი თქმით, ბაზარს გამოცოცხლება აპრილის თვიდან დაეტყო, აქამდე რუსეთ-უკრაინის ომი ტურისტების შემოდინებაზე უარყოფით გავლენას ახდენდა.