მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი შედეგებით ასრულებს Lineate-ი 2023 წელს? - თორნიკე სულაბერიძის შეფასება

LINEATE

“ამ დრომდე, ჩვენი კლიენტების ძირითადი ნაწილი აშშ-ში იყო ბაზირებული, მაგრამ გვინდა, რომ ნელ-ნელა კლიენტები ევროპაში და ახლო აღმოსავლეთშიც გავიჩინოთ, რის გამოც, საქართველოს ოფისი კომპანიისთვის ერთგვარი დასაყრდენი იქნება”, - ასე პასუხობს ამერიკული IT-კომპანიის, Lineate-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, თორნიკე სულაბერიძე TECH INFORM-ის წამყვანის შეკითხვას კომპანიის 2023 წლის შედეგებთან დაკავშირებით.

თორნიკე სულაბერიძის შეფასებით, 2022 წელს საქართველოში დაფუძნების შემდეგ, კომპანია მდგრადად ვითარდება, რასაც Lineate-ის თანამშრომელთა რაოდენობაც ცხადყოფს. თუ დღეს, ამერიკული IT-კომპანია საქართველოში 150-მდე თანამშრომელს ასაქმებს, მომავალი წლისთვის, კომპანია დასაქმებულთა გაორმაგებას გეგმავს.

“საქართველოში 2022 წელს შემოვედით და მას შემდეგ, ქვეყანაში 150-მდე ადამიანი დავასაქმეთ, ახლა კი ვგეგმავთ, რომ მომავალ წელს, თანამშრომელთა რაოდენობა 250-დან 300 ადამიანამდე გავზარდოთ. დასაქმება ხდება მხოლოდ ადგილობრივი მუშახელით, საქართველოში უცხოელები არ ჩამოგვყვავს. ჩვენი თანამშრომლები ქართველები არიან და მოხარულები ვართ რომ ადგილობრივი ტალანტი, რომელსაც ეჭვის თვალით ვუყურებდით, ბაზარზე არის. ბევრი იზრდება კიდეც, რადგან ჩვენნაირ კომპანიებში საერთაშორისო პროექტებზე მუშაობით ადგილობრივ მუშახელს კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება აქვს.

აქედან გამომდინარე, გვაქვს ხედვა, რომ მომავალში - საქართველო ჩვენი რეგიონული ჰაბი იქნება, საიდანაც ევროპულ ბაზარს დავფარავთ. ამ დრომდე, ჩვენი კლიენტების ძირითადი ნაწილი აშშ-ში იყო ბაზირებული, მაგრამ გვინდა, რომ ნელ-ნელა კლიენტები ევროპაში და ახლო აღმოსავლეთშიც გავიჩინოთ. ამიტომაც, საქართველოს ოფისი კომპანიისთვის ერთგვარი დასაყრდენი იქნება”, - განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ TECH INFORM-ში.

Lineate-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში კომპანიის ბიზნესმოდელისა და მუშაობის სპეციფიკის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, Lineate-ის სერვისებს ძირითადად აშშ-ის უდიდესი შემოსავლის მქონე კომპანიები იყენებენ, რომლებიც Fortune 500-ის სიის წევრები არიან.

“ჩვენ არ ვართ პროდუქტის კომპანია, ჩვენ ე.წ. “Software Solution”-ი ვართ. როცა პოტენციური კლიენტი მოდის, ამბობს თუ რა პრობლემა აქვს, ჩვენ კი მას გადაწყვეტას ვთავაზობთ. საკუთარ თანამშრომლებს არ ვაქირავებთ, არამედ გუნდს ვამაგრებთ, რითაც პრობლემას ვაგვარებთ. დამკვეთი ბიზნეს პრობლემას გვიზიარებს, რომლისთვისაც ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებას ვიგონებთ.

ბევრი კომპანიისთვის, ეს მიდგომა მისაღებია, რადგან მათ დრო არ აქვთ. ჩვენი კლიენტები, ძირითადად, დიდი კომპანიები არიან, ამერიკული Fortune 500-ის წევრები.

საკმაოდ დიდი გამოცდილება გვაქვს ფინტექში, ადტექში, მარტექში, ქლაუდზე და დატაში”, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ TECH INFORM-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები