მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი შეიძლება იყოს სექტემბრიდან ევრო/დოლარის წყვილი - მიმოხილვა

სს

ფედერალური რეზერვის მიერ სექტემბრიდან, უფრო აგრესიული საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინმა, შესაძლოა შეზღუდოს დოლარის ზრდის შესაძლებლობა და ხელი შეუწყოს ევროს ზრდას - ამის შესახებ მიმოხილვას "თიბისი კაპიტალი" აქვეყნებს.

ოთხშაბათს სავაჭრო საათების განმავლობაში თითქმის, 1.1008-ის შვიდთვიანი მაქსიმუმიდან უკუსვლის შემდეგ, ევრო/დოლარის წყვილი, 1.0915-სთან ახლოს ივაჭრება. უფრო ძლიერი აშშ დოლარი წყვილს ფართოდ დაწევს. ინვესტორები გერმანიის ივნისის საგარეო სავაჭრო ბალანსის და სამრეწველო წარმოების მონაცემების გამოქვეყნებას ელოდებიან.

გაუმჯობესებული რისკის განწყობა და მაღალი აშშ სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობები დოლარს მხარს უჭერს. თუმცა ფედერალური რეზერვის მიერ სექტემბრიდან, უფრო აგრესიული საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინმა, შესაძლოა შეზღუდოს დოლარის ზრდის შესაძლებლობა და ხელი შეუწყოს ევროს ზრდას.

ამჟამად, ბაზრები 69.5%-იანი ალბათობით მოელიან, რომ ფედერალური რეზერვი სექტემბერში საპროცენტო განაკვეთს 50 საბაზო პუნქტით შეამცირებს, რაც წინა კვირაში 13.2% იყო.

ევროს მხარეს, ეკონომიკური მონაცემების სისუსტე აყენებს გარკვეულ ზეწოლას გაყიდვების მიმართულებით. Eurostat-მა სამშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ევროზონის საცალო გაყიდვები მოულოდნელად შემცირდა 0.3%-ით იანვარში, წინა 0.5%-იანი ზრდის შემდეგ. ბაზარი კი 0.1%-იან ზრდას ელოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები