საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. საქსტატის მონაცემებით 2023 ის ბოლოსთან შედარებით წელს რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 21 340 ით გაზრდილია და არსებული მაჩვენებლით, საქართველოში 1 701 776 ავტომობილია.
წილობრივად ადგილობრივ ავტოპარკში მეორადი ავტომობილები ჭარბობს, თუმცა მსურველებისთვის ფაქტობრივად ყველა ბრენდის წარმომადგენლობა დედაქალაქში ხელმისაწვდომია, 2013 წლიდან „რენო“ საქართველო Renault-ს ბრენდის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის სათავო ოფისი, შოურუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომელიც ტექნიკური მომსახურების ფართო არჩევანს მოიცავს, მომხმარებელს ადგილზე აძლევს სასურველი ავტომობილის შეკვეთის შესაძლებლობას, მათ შორის ინდივიდუალური კომპლექტაციით.
ასევე ადგილზეა შესაძლებელი განვადება და დაზღვევა უმოკლეს ვადაში. რენო ემსახურება როგორც ფიზიკურ, ასევე კორპორატიულ სეგმენტს. მათ შორის სულ რამდენიმე დღის წინ კომპანიამ დააანონსა, რომ Renault Captur-ის შეძენის მსურველებს შიდა ლიზინგის მოსახერხებელ პირობებს შესთავაზებს.
სტუმრები: გიორგი ფალიანი - სს „ფრანს ავტოს“ დირექტორი;
ქეთევან მეფარიძე - სს „ფრანს ავტოს“ მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი;