მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი უნდა იყოს რესტრუქტურირებული ქონების ეროვნული სააგენტო? - ქობულიას ინიციატივა

5cdc0cd71d5a7
თელარა გელანტია
15.05.19 16:57
874
საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს რესტრუქტურიზაციის პროექტი ინიცირებულია.

ამის შესახებ ქობულიამ პარლამენტში ანგარიშით წარდგენისას განაცხადა და დასძინა, რომ რესტრუქტურიზაციის შედეგად რეგიონებში ქონების სააგენტოს სერვის ცენტრებს ობიექტების მხოლოდ მოკვლევისა და დათვალიერების ფუნქცია დარჩება.

“თუ 2018 წელს 49 მილიონი ლარის ღირებულების ქონების პრივატიზება მოხდა, 2019 წლის პირველ კვარტალში უკვე 27 მილიონის ქონებაა პრივატიზებული. პროგრესი კარგია. ასევე კარგია, რომ ინიცირებულია სააგენტოს რესტრუქტურიზაციის პროექტი, სადაც ისევ და ისევ გვინდა, რომ უფლებამოსილება ცენტრში გვქონდეს და რეგიონებში ქონების სააგენტოს სერვის ცენტრებს ობიექტების მხოლოდ მოკვლევისა და დათვალიერების ფუნქცია დარჩებათ, რადგან გადაწყვეტილებების მიღების ხარისხი რეგიონებში განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაშია, რაც ხელს გვიშლის პრივატიზაციის პროცესში. რიგი სახელმწიფო საწარმოების რესტრუქტურიზაცია და პრივატიზაციის მიდგომა უკვე განსაზღვრულია; რამდენიმე მათგანი მინდა აღვნიშნო - საქართველოს ფოსტა და ასევე რამდენიმე ჰოსპიტალი... ჩვენ მათი მართვის ოპტიმიზაციის სქემა შემუშავებული გვაქვს“, - აცხადებს ქობულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები