მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ბანკი? - ლევან კობახიძის შეფასება

63b8276b43861
გიორგი არონია
07.01.23 15:50
1066
სტატიაში საუბარია:
ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო საფინანსო სექტორი ბანკს მხოლოდ ფინანსურ დაწესებულებად აღარ მიიჩნევს. ტენდენცია იმისა, რომ ტრადიციული ფინანსური ინსტიტუტები მეტად კომპლექსურ ორგანიზაციებად გარდაიქმნებიან და ოპერაციულ დასაყრდენად ტექნოლოგიებს ირჩევენ, უფრო მეტად მზარდია.

აღნიშნულ ტენდენციაზე საუბრობს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი, ლევან კობახიძეც, რომლის შეფასებითაც, თანამედროვე ბანკი აუცილებლად ტექნოლოგიური უნდა იყოს.

„დღევანდელ სამყაროში, ბანკი სწორედ ასე განისაზღვრება - ბანკის ციფრული არხები განვითარებული უნდა იყოს და ძირითადი პროდუქტები სწორედ ციფრული არხების მეშვეობით უნდა იყიდებოდეს", - განაცხადა ლევან კობახიძემ „საქმიანი დილის“ ეთერში და დასძინა, რომ საქართველოს ბანკი არის ფინანსური ორგანიზაცია, "რომელსაც ძალიან მყარი ტექნოლოგიური ფუნდამენტი აქვს და დღევანდელი საბანკო მომსახურების განსაზღვრება, სწორედ ასე წარმოგვიდგენია“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები