მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

როგორი უნდა იყოს ტურიზმის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი - ჩოგოვაძის მოსაზრება

5c2f18160f427
ელენე ჩომახიძე
04.01.19 12:22
975
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე მარიამ ქვრივიშვილის შესაძლო დანიშვნას არ ადასტურებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ მე არ ვარ საკონკურსო კომისიის წევრი, არ ვიცი, ზუსტად რა კრიტერიუმებია მოთხოვნილი; მგონია რომ კომპლექსური იქნება მოთხოვნების ჩამონათვალი და მხოლოდ ერთი კონკრეტული მოთხოვნა არ იქნება“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს ტურიზმის სფეროში უნდა ჰქონდეს გამოცდილება.

ამასთან, ყოფილი ხელმძღვანელის აზრით, შერჩეულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს ლიდერის უნარები, რათა სწორად უხელმძღვანელოს დარგს და პოლიტიკა განსაზღვროს.
„ამავდროულად, ის უნდა იყოს კომუნიკაბელური; მე ვიქნები ნებისმიერი ადამიანის გულშემატკივარი და მეგობარი, ვინც ტურიზმის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ტენდენცია რაც ტურისტების რაოდენობის ზრდის მიმართულებით შეიქმნა, გაგრძელდეს და ამავადროულად მნიშვნელოვანია, რომ გამოწვევები, რაც გაჩნდა ტურისტების რაოდენობის ზრდის შედეგად, იქნას სწორად გაგებული და შესაბამისი პასუხი გაეცეს“, - აღნიშნა მან.

შეგახსნებთ, გიორგი ჩოგოვაძე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ხელმძღვანელად დაინიშნა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელს კი, ეკონომიკის სამინისტრო გამარტივებული კონკურსის გზით ეძებს, თუმცა bm.ge-ის ინფორმაციით, ამ პოსტს მარიამ ქვრივიშვილი დაიკავებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები