საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე დღის განმავლობაში შემცირების ტენდენცია ფიქსირდება – ნავთობი საშუალოდ 1%-ით არის გაიაფებული და ამჟამად ბარელი Brent-ის ფასი 106 დოლარს შეადგენს, რაც ამ კორექციის მიუხედავად, წლის დასაწყისიდან დღემდე 75%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
რაც შეეხება ბუნებრივ აირს, ის დღის განმავლობაში 3%-ით არის გაიაფებული, თუმცა ერთწლიან პერიოდში მისი ზრდის მაჩვენებელი 90%-ს აჭარბებს. ამჟამინდელი მონაცემებით, მეგავატი/საათი ენერგიის ფასი ევროპის მასშტაბით 54 ევროს აღწევს.
საერთაშორისო ბირჟაზე ენერგეტიკული რესურსების გაძვირების ფონზე, საქართველოში საწვავის ფასი წლის ჭრილში 30-დან 60 თეთრის დიაპაზონში არის გაზრდილი.




























