ფოლადის მსოფლიო ასოციაციამ გლობალური წარმოების უახლესი მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით, 69 ქვეყანაში ფოლადის ჯამურმა გამოშვებამ 141.8 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2025 წლის თებერვალთან შედარებით 2.2%-ით ნაკლებია.
წარმოების კლება ძირითადად ჩინეთსა და რუსეთში არსებულმა ეკონომიკურმა და ინდუსტრიულმა ცვლილებებმა განაპირობა.
უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნებს შორის განსხვავებული ტენდენციები იკვეთება. ჩინეთმა, რომელიც მსოფლიო ლიდერად რჩება, წარმოება 3.6%-ით შეამცირა, სადაც საერთო მოცულობამ 76.1 მლნ ტონა შეადგინა. ამის საპირისპიროდ, ინდოეთმა 7.7%-იანი მატება აჩვენა და წარმოება 13.6 მლნ ტონამდე გაზარდა, რაც ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირდება. აშშ-ში წარმოება 5.8%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთში ის 10.2%-ით შემცირდა.
ანალიტიკოსების აზრით, თებერვლის მონაცემები იანვრის 6.5%-იან ვარდნასთან შედარებით გარკვეულ სტაბილიზაციაზე მიანიშნებს. მიუხედავად იმისა, ექსპერტები მიანიშნებენ, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაჭიანურებამ, შესაძლოა, ფოლადის წარმოების გაძვირებაც გამოიწვიოს.
ბირჟაზე არსებულ ვითარებას რაც შეეხება, წლის დასაწყისიდან დღემდე ფოლადი 18%-ით არის გაძვირებული HRC-ის ტიპის ფოლადის ფასი ტონაზე 1,000 დოლარს აჭარბებს.




























